Thursday, October 27, 2011

რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვის ( mamiko .. )

არ ვიცი რატომ მიჭირავს ახლა ხელში კალამი და რატომ გწერ ... ალბათ იმიტომ რომ მეტის მოთმენა არც მინდა და აღარც შემიძლია ... არადა სულ რამდენიმე დღე გავიდა ...
ვიცი ვერ გამიგებ ... ვერც ეხლა იგრძნობ ... როგორც ყოველთვის ... მე კი მაინც მინდა გითხრა, ალბათ ხვდები რაც, მაგრამ მაპატიე გთხოვ, ჩემი შიში, შიში იმისა, რომ სანამ შენ წაიკითხავ ამ სიტყვებს ის უკვე მოპარული იქნება აჩრდილებით, ისინი კი ხანდახან ისეთ ფორმებს იღებენ, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენთ.
იცი რისი თქმაც მინდა ! მე მინდა მიხვდე რაც არ დავწერე და მიხვდები კიდეც.
მომისმინე გთხოვ , ამ ერთხელაც მომისმინე და წავალ მერე . ადვილია წასვლა . მე ხომ არ ვარ ... მაშინ მოვდივარ როცა შენ სუნთქავ ... შენ რომ დაიძინებ მე მაშინ ვიღვიძებ და ჩემს გრძნობებზე გიყვები .. შენ არასოდეს გესმის ... არა!

მთავარია ახლა იგრძნო ... რომ ყოველთვის მე შენი სუნთქვის ხმის, ნაკლებობას განვიცდი. "

გაუკვირდა ... ნეტა ვის უნდა სწერდეს ...
გავა რამდნეიმე წუთი და ეს ნაწერი აღარც ეხსომება  და ხვალინდელი დღე გუშინდელივით გათენდება ...
მე კი იმ ერთი წამის მერე აღარასოდეს ვიფიქრებ ცუდზე ....
გამეცინება ...
რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვის ...

ადამიანს,რომელიც ცოტათი განსხვავდება მზისგან...

როდესაც ვამბობ რომ საპნის ბუშტს ვგავარ,ვგულისხმობ რომ მალე გავქრები. ყოველ დილით ვგრძნობ რომ ნაბიჯების გადადგმას აზრი აქვს,მაინც ერთ ადგილას დავრჩები ... მაგრამ მაინც ვდგები და უაზროდ მივყვები ფოთლებით დაფარულ ეზოებს ..
მე ყოველთვის ვუღიმი მას ....
დღეს მზე არ ჩანს,გრუბლებმა სხივები მოპარეს და მთლიანად დაფარეს ცა ...
იცი,მე ყველაზე ძალიან წვიმაში მიყვარს სიარული...მაგრამ ჯერ არასდროს უწვიმია სეირნობისას ...წვიმაც ელოდება მას... მე რა რომ ლოდინი ღლის ... მე და წვიმამ კარგად ვიცით რომ მზე ჩვენთან ერთად ვერასდროს ისეირნებს ... ვერ აგვიწყობს სუნთქვას ფიქრებთან ერთად მაგრამ მაინც ველოდებით ...

იცი,ჩემი მეტექვსმეტედ მოსული შემოდგომა ნიშნავს რომ გავიზარდე ...
ცოტათი მაინც ...
მიხარია ...
ახლა უკვე ვიცი რომ ნაბიჯებით თუ უნაბიჯოდ მე მაინც ამ სუნთქვა-შეკრული სამყაროს ნაწილი ვარ...
მივხვდი რომ ეს მზე ცოტათი განსხვავდება ჩემისგან ..,
და მე აუცილებლად ვიპოვი მას ...
რომ ცასთან მხოლოდ თვალის გახელა მაშორებს ......


ხელი ჩამკიდე და მერე სულერთია ...
თუნდაც დავიშალოთ მარტივ-მამრავლებად ...

Wednesday, October 26, 2011

ჩემი სამყაროში ახალი ფერებია.. გმადლობ უფალო !

რომ აღარასდროს .. (მას ..)

მე დიდია აღარ ვკითხულობ ზღაპრებს
რადგან ვირწმუნე რომ ყველას ბედნიერი დასასრული აქვს
და მხოლოდ სიმშვიდეს ტოვებს გულში...
მეც ვუსმენ წყნარ მელოდიებს და ველოლოდები ჩემი ზღაპრის დასასრულს
რომ აღარასდროს გამიშვა ხელი ..

* * *
ბავშურად მინდა ვსუნთქავდე ბოლო აკორდამდე
ამიტომ მე დავღლი ცხოვრებას სანამ თვითონ დამასწრებდეს

* * *
როცა მეკითხებოდნენ რა იყო ჩემი ოცნება
ვპასუხობდი რომ ცისარტყელის ქვეშ გაძრომა მინდოდა ყველაზე ძალიან
მე კი ყოველთვის ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო
აბა რატომ ვოცნებობდი?
არ მინდოდა ოცნებაახდენილი ბავშვი ვყოფილიყავი
მეგონა რომ თუ ოცნებები ამიხდებოდა ვეღარასდროს ვიოცნებედი

* * *
არასოდეს გიფიქრიათ რა ხდება როცა ზღაპარი მთავრდება?
როცა ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე რჩება...
მე კი....
რა  თბილია ცხოვრება მზის სხივებით სავსე სიმშვიდეში..
მე მარწყვისფერი დღეები დავარქვი და
ველოდები როდის დამთავრდება ჩემი ზღაპარი
რომ აღარასდროს გამიშვა ხელი ...

ჩემი პირველი ნაწერები ...

ოცნება


-რა არის ოცნება?
-რეალობიდან გაქცევა
-მხოლოდ ეს?
-აბა სხვა რა ფასი აქვს.ოცნება დროის კარგვაა, ოცბენბობენ ისინი ვისაც საქმე არ აქვთ...
- თვალები დახუჭე...
წარმოსახვაში გაჩნდა მზე, მთვარე, ვარსკვლავები,ცისარტყელა,ყველაფერი ის რაც სიამოვნებას განიჭებს. აქ შენი სამყაროა,ყველაფერი კარგი რაც მოხდა და რაც გინდა მოხდეს.....
ნამინან ბალახზე ფეხშიშველი გაივლი.....
ვარსკვლავებს მოწყვეტ.....
ცისარტყელაში გაძვრები...
მზეს შეეხები...
ოღონდ თვალები დახუჭე და შეძლებ ყველაფერს....
- მერე ხომ ყველაფერი გაქრება...
- არა ეს ყველაფერი შენში დარჩება, ცოტა ხნით გადმოხვალ რეალობაში,მაგრამ როცა კი თვალებს დახუჭავ მაშინვე იქ დაბრუნდები
ოღონდ ერთხელ მოინდომე...გულს მოუსმინე
-ვინ გითხრა რომ გულს უნდა ენდოო?
-შენ გულის არ გწამს? მის მუსიკას მოუსმინე და მიხვდები...
- რა მუსიკაა ეგ?
- აი ის მუსიკააა...ჩვენსავე სხეულებიდან რომ ამოდის.. ყველას სხვადასხვანაირი მუსიკა აქვს...ბაგ ბუგ ბაგ ბუგ- გულს უამრავი მელოდია აქვს.. და ყველაზე ლამაზი აი ის.. უსიტყვო მუსიკაა, ხელს რომ სხვის ხელს ჩაჰკიდებ, ამ დროს მღერის გული,როცა მეორე ადამიანს ელაპარაკები აი ამ დროს ... ესააა მუსიკა .. გულიდან ამოსული მუსიკა...
-მერე სად მიგვიყვანს ეგ მუსიკა?
- ჭესშმარიტებასთან.........



გზაჯვარედინზე...


თოვს..
მის სევდიან თვალებს კვლავ ნაკადულებად ცრემლები სდიან.....
გულს წასვლა უნდა....
გონება დარჩენას მოითხოვს...
წავიდეს თუ დარჩეს..იქ ელოდებიან....გრძნობს იქ გულს გაუხარდება...იქ ოცნება ცისარტყელის ფერია...წასვლის უფლებას კი მაინც არ აძლევენ...
ფანჯარასთან მიდის...
მისი ფანჯრებიდან ხომ ყველა მისი ოცნება ჩანს...რატომ არ ესმით მისი...წასვლა ამიტომ უნდა...აქ ყველასთვის უცხოა..იქ კი იცის გაუგებენ...სიყვარული უფრო ძლიერია თუ...თუმცა სიყვარული ყველასია...
გაწვიმდა...
ახლა წვიმას ყველაზე ნაკლებად ნატრობდა...ხედავს თოვლს როგორ აქრობს...იცის თოვლი თანდათან გაქრება....
იქნებ ახლა თოვლი თვითონაა...იქ ოცნება ოცნება ცისარტყელის ფერია....თანდათან ქრება...




კარგა ხანს მისი არყოფნა არავის შეუმჩნევია...მერე ბევრი ეძებეს... ბოლოს კი...

  "თოვლზე პატარა,ქოშის კვალი ჩანდა...
   როგორც ჩანს ამ გზით წასულა...."

კვალი მალევე გაწყდა

როცა ერთი წამია დარჩენილი .. ( ეკოს .. )

-არა,მოიცადე არ გახვიდე..არ მინდა კიდევ იტირო...
-მაინც უდნა გავიდე,ეს მე მხოლოდ ეკოსთვის უნდა შევძლო..
-მესმის...მაგრამ არ გეშინია? ხომ შეიძლება სცენაზე ცუდათ გახდე,ხომ იცი რომ ატირდები
-არა,მე შევძლებ,ყველაფერს შევძლებ..ახლა რა მინდა იცი? ჩემეხუტე!ვიცი გაგიჭირდება ჩემი მოსმენა რადგან მეც ძალიან მიჭირს ხოლმე როცა მასზე ვფიქრობ და უფრო მიჭირს როცა ვსაურობ..მაგრამ მაინც დაუსრულებლად გათენებიდან დაღამებამდე მასზე ვფიქრობ !
-არ ვიცი რა გითხრა..
-არაფრის თქმა არ არის საჭირო,მე ხომ ეკოს გაზრდილი ვარ. მე არ მაშინებს არც დაღამება..არც სიცივე..არც მარტოობა, რადგან ჩემი ლამპარი ჩაუქრობლად ანთია და ის მინათებს გზას! გამოგიცდია ეს ოდესმე?გყოლია საკუთარი მზე? აი მე კი მყავს! იცი? ამხელა სიყვარულის ტარება ბევრს არ შეუძლია..საოცარია როცა საკუთარი მზე გაყვს!როცა შენი ცალი გყავს!
-ჰო, მეც ვიცნობდი ეკოს და ძალიან მიყვარს
-ეკოსნაირ ადამიანს იცნობდე და არ გიყვარდეს შეუძლებელია
-და მაინც არ რომ ატირდე და ცრემლების გამო ვეღარ მიიიტანო მსნელამდე სათქმელი?
-იცი? ცრემლებითაც ბევრი რამის თქმა შეიძლება.მე ხომ ცხოვრებამ მსახიობად* მაქცია,მე არ გამიჭირდება თამაში.გქონიათ შემთხვევა როცა ძალიან გდომებიათ ტირილი და ვერ გიტირიათ? მოგდომებიათ ყვირილი და ვერ გიყვირიათ?! თუ ეს თქვენ გამოგიცდიათ,თქვენ გესმით ჩემი...

* მე ვთქვი მსახიობად მაქცია მეთქი და არ მინდა ცუდათ გამიგოთ, მე არ ვთამაშობ,ვამბობ იმას რასაც ვგრძნობ..მსახიობებს კი იმით ვგავარ რომ როცა ძალიან მიჭირს..ძალიან მინდა ტირილი მაინც მიწევს ხოლმე ბედნიერი კაცის თაეტრალური როლის მორგება...სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა.

----

ჩემს ირგვლივ ყველა ფერი წარმავალია ... მეც მომწყინდა ყურება,
ადამიანები ვერ გრძნობენ რომ დაიღალნენ ერთფეროვნებით, მაგრამ გულის გასათბობად არაფერს აკეთებენ, ხანდახან თუ გადახედავენ ერთმანეთს ტკვილილიანი თვალებით.....
ფერადი წარსულის კვალი მხოლოდ ღიმილს შემორჩა
ღიმილს რომელსაც იშვიათადღა ვიმეტებთ .....

.მტკივა ...

გაზაფხულია... (მამი ..)

წვიმს...ისე საოცრად...მგონი უკვე გაზაფხულია.....
მიყვარხარ!
გითხრა?
როგორ ვთქვა?
მითხარი როგორ გამოგთქვა....
იცი,
რა არის ოცნება?
იცი,
რას ნიშნავს იწვოდე?


წვიმს...
მე კი შენი ხმა მესმის...
გაჩუმდი,არ მინდა სიტყვები
ვინ მყავს მე შენზე თბილი...
ახლა შენი ნაბიჯების ხმა ისე მკაფიოდ მესმის
მგონია რომ წუთიწუთზე მოხვალ..მოხვალ და გულში მაგრად ჩამიხუტებ...
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ... და ისევ წვიმს...მადლობა რომ გიყვარვარ.რომ სულ ჩემთან ხარ..
და რომ  მათბობ...
რა ლამაზია წვიმა,ოცნება და....
შეჩერდი წამო!
გაზაფხულია!
შეჩერდი წამო!
მე შენ მიყვარხარ!

ჩემი ღმერთი

გუშინ მზე აინთო ჩემთვის
ღმერთმა გადმომხედა ლოცვით
მითხრა: შენ არ ხარო მარტო
ერთად მივუყვებით ბილიკს.
და ნუ შეგაშინებს აწმყო
ცრემლიც საჭიროა ზოგჯერ
მე შენზე დავუშვი ტანჯვა
რათა მომეყვანე ჩემთან
რომ არ დაეჩრდილე ბოროტს
რომ არ გაეთელე ფეხით
და შენ რომ გესწავლა აღქმა
სიკეთის,რწმენის და ლოცვის.
შენ უნდა ისწავლო მარტო
როგორ გაუმკლავდე დარდებს
და არ დაგავიწყდეს შენთან
ყოველთვის არს შენი ღმერთი,
ილოცე იფიქრე ჩემზე
მე ვარ ერთადერთი ქვეყნად
ვისთვისაც ღირს შენი ცრემლი.
და მე მიხარია ცამდე
ღიმილით შევყურებ ზეცას
რადგან ჩემი ღმერთი ჩემთვის
ყოველდღე ლოცულობს ჩუმად.
როცა ცას ვუყურებ ვთბები
მზეში გაფანტულა ღმერთი
ღმერთო მიწყალობე სითბო
ღმერთო მაჩუქე ფრთები!

ლოდინი ღლის... ( მამი ..)

მე,
ისევ შენს სუნთქვას
ვუწყობ ნაბიჯებს
და
თვალებს ქვევით ვხრი...
შენ კი
მოურიდებელი,
ფერმკრთალი ღიმილით
ჩუმად ჩამჩურჩულებ-
ლოდინი ღლის...
ლოდინი ღლის...

მე ვძლებ ! ( მამი ..)

მე,
ისევ ჩემს ფიქრებში
გამოგონილ ოცნებას
გადარებ...
მსგავსებებს ვაგროვებ,
ერთმანეთს ვაწებებ
და
ვცდილობ თვალებში
ჩავხედო მზეს !

მე ვძლებ !

ჩვენფერი თოვლი .. (მამი ..)

იცი,გრძნობები გულში ვეღარ ჩერდებიან ...
და მე,
მე ახლა ყველაზე ძლიერად მინდა მოხვიდე ჩემთან.
დავიღალე..მაგრამ ეს დაღლაც არაფერია შენი ნახვის სურვილთან შედარებით. ჰო, გელოდები, ზუსტად ისე როგორც სამი წლის წინ იმ საღამოს გელოდებოდი .. არ მახსოვს რა მოხდა და რატომ აღარ ხარ ჩემთან,თუმცა როცა ვცდილობ გავიხსენო შიში მიპყრობს ... და დაბნეული ვუყურებ ცას ...
***
აქ ცივა,ფერები ერთმანეთს ვეღარ გრძნობენ და მარტოობის განცდები ისევ გულს მტკენენ ...
***
შენ ოღონდ მოდი და ხელი ჩამჭიდე და მე გპირდები რომ აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ გაგიშვებ !!!!
მოდი რა გეხვეწები ...
მოდი..
გეხვეწები,ერთხელ კიდევ მოდი და თბილი ხელებით ისევ ჩამიხუტე გულში,თუნდაც საბოლოოდ,მაგრამ მაინც მითხარი რომ ...
"აზრს კარგავს ყველაფერი მაშინ როცა ჩემ ანთებულ თვალებს უყურებ და როცა ჩემ სუნთქვას უსმენ! "
***
ჩვენ ერთნაირები ვართ ..
მე შენნაირი
შენ ჩემნაირი ..
***
მიყვარხარ
***
წუხელ თოვდა
მე ფანჯარაში ვიყურებოდი და მახსენდებოდა როგორ ვგუნდაობდით ერთად,როგორ მიხარიდა,თუმცა შენ ჩემზე მეტად გიხაროდა ჩემზე მეტად იცინოდი .. რადგან მე ბედნიერს მხედავდი ..... როგორ მავსებდა შენი ღიმილი ... ახლა კი ვიცლები !

მაგრამ მაინც შენი სუნთქვა ისევ ჩემთანაა,ისევ მათბობ ძველებურად,ისევ ჩემთან ხარ ... ვგრძნობ ! ..........

ლომფერი მონატრება ...(მამი..)

ლომფერი შემოდგომა დგება ჩემში .. მე კი მითხრეს ზაფხულიაო ...
ვისთვის როგორ ..

მენატრები მამი.. მენატრები გესმის?
არა აღარ მინდა მოგონებები გავიღვიძო ...
შენ ყოველთვის ჩემთან ხარ ..
მიყვარს ჩემი ლომფერი შემოდგომა და ...
შენი მონატრებაც, რომ მეძახის წამოდი ერთად ძალიან ბევრი ვიაროთო ...
წამი წამზე ...
მე შენთან მოვალ რომ ბევრი ვიაროთ მამი...

* * *
სისხლში მონატრება
შენი ისე ატანს
თითქოს ყველა კარი
ღია დამრჩენოდეს.
არა მონატრება
შენი არ გამქრალა
მგონი წუთი წუთზე
ისევ დაბრუნდები

მჯერა დაბრუნდები! ( მამი ..)

--- წამოდი, ქვიშაზე მისი სახელი დავწეროთ
---არა ... არ გვინდა
---მინდა,მინდა წამოდი

---ხომ ლამაზია?
---კი ლამაზია,მაგრამ..შეხედე ტალღა მოდის....წაშლის.....
---არა, არა არ წაშლის..მხოლოდ გააფერმკრთალებს...მე კი მივალ და ისევ გავამუქებ...მჯერა დაბრუნდები! მადლობ უფალო!

დაბადების დღეს გილოცავ მ ა მ ი ...

მე ძალიან მიყვარს "შენზე" წერა, რადგან შენ " მე " ხარ და პირიქით.
როცა კალამს ხელში ვიღებ შენი ზე მხიარული სიცილი და თბილი თვალები მიდგება თვალწინ, აი ის სიცილი მამი სასეირნოდ რომ წამიყვანდი და რომ მიხაროდა,ვიცინოდი, შენ კი ჩემზე მეტად გიხაროდა, ჩემზე ძალიან იცინოდი ...

მიყვარხარ მამი ...

გთხოვ მაპატიე შენს გარეშე გატარებული ყოველი წუთი, მაპატიე გეხვეწები რადგან მე ჩემს თავს ვერ ვპატიობ...

ყოველ საღამოს როცა სასეირნოდ გავდივარ გული მებზარება, შიგნით რაღაც მწყდება.. იცი როგორ მტკივა "მამა-შვილს" ერთად რომ ვხედავ, ისე ისე მინდება შენი ჩახუტება, გულის წასვლამდე , ჩვენ რომ გვიყვარდა მამი ... უბრალოდ ძალიან მენატრები.. ! უბრალოდ ძალიან მჭირდები.. !

დღეს პირველი აგვისტოა, ახლა ისე როგორც არასდროს ისე მენატრები .. მინდა რომ შენთან მოვიდე.. მინდა რომ .. მინდა .. ძალიან მინდა ..

პირველად უნდა მიგაბარო ზეცას
ნეტავ შემეძლოს ჩემში დაგიტოვო
თუმცა შენ როგორც ყოველთვის ახლაც ჩემში ხარ და ასე იქნება მუდამ !

წეღან ნიავმა ჩამჩურჩულა .. " მორჩა ! იანავარმა ფრთები დაგვიკეცა, ვეღარ მიფრენთო "
არა მამი ! მე ისევ ვიფრენ. .! მხოლოდ შენკენ ..
მხოლოდ შენთვის ...

მეშინია .. მტკივა რომ შენს სანახავად ამის შემდეგ ფერმაში კი არა " სასაფლაოზე " უნდა ჩამოვირბინო ხოლმე ..როგორ მიყვარდა ფერმაში სირბილი გახსოვს? ეხლა ისე მიყვარს აქ მოსვლა ..

თეთრი გვირილები მოგიტანე ერთ დროს თმებში რომ მიწნავდი ხოლმე, იმ დღეების ჩემდეგ ჩემი სულის ყვავვილებია .. ვიცი შენც გიყვარს ..

დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე ს გ ი ლ ო ც ა ვ მ ა მ ი ...


1 აგვისტო !!!

ჩემი ცხოვრების გმირი...

...იყო ადამიანი თანაც კაცი ძალიან ძნელია.იყო გმირი ეს თითქმის შეუძლებელია თუ შინაგანად არ ხარ გმირი თუ სისხლი არ გიდუღს გმირის.გმირი ვინ არის? პირველ რიგში ეს ისეთ ადამიანს მოისაზრებს ვისაც სხვის გამო თავის გაწირვა შეუძლია,შეუძლია სხვისი ტკივილის გაზიარება ზოგადად კი აქვს ძალა აიღოს დოლაბი(რომელიც თავისთავად ცხოვრების სიმბოლოა) გადაცუროს ზღვა(რაც თავისთავად ცხოვრების დაძლევას ნიშნავს)
ჩემი ცხოვრების გმირი.... მე ის აღიარებული გმირი მგონია,ამას ბევრი ადასტურებს...როდესაც ადამიანი გეტყვის შვილო სხვისთვის გაყოფილი ლუკამა უფრო გემრიელიაო..ის ადამიანი ალბათ მეთანხმებით გმირია...ცხოვრება სასტიკია..."სიცოცხლე სევდაა ადამიანად ყოფნის სევდა"..როდესაც გყავს შემი გმირი,ადამიანი რომლის დანახვაც გახარებს,გრძნობ როგორ იბრძვის შემი მმავლის ნათელსაყოფად...(მე არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები,რომელიც სიკვილამდე 3 დღით ადრემ მითხრა "მე იმისთვის ვშრომობ.ვეხმარები გაჭირვებულებს რომ ხვალ რომ მე რამე მომივიდეს თქვენ მარტო არ დარჩეთ და არაფერი მოგაკლდეთო"..რატომ ფიქრობდა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად ასე... რატომ მესიზმრებოდა სულ ავარია,დამტვრეული მანქანა და სისხლი.. ვერ ამიხსნია) ერთად ვაშენებდით მომავალს,ლამაზ მომავალსმე ამ ოცნებების პირისპირ დარჩენილი ღამე ნახევრად არ მეძინა და უცებ რა მოხდა? კარებზე ზარია... მე იმ იმედით გახარებული რომ ის ჩემი მამიკოა და შევძლებ კიდევ ერთხელ ჩავეხუტო,ვუთხრა როგორ მიყვარს კარისკენ გავიქეცი... მაგრამ იქ ჩემი მამიკო არ დამხვდა რატომ....რატომ... ყველაფერი ერთდროულად დაიმსხვრა.ყველა ოცნება ერთად ჩაქრა..უბრალოდ ყველაფერი დამთავრდა... ჩემი ცხოვრების გმირი...როგორ დავიჯერო რომ ვეღარ ვნახავ... ვეღარ გავიგებ მის ხმას...არ მინდა ამის დაჯერება და არც არასოდეს დავიჯერებუბრალოდ ამის ძალა არ შემწევს.ადამიანს გმირად სიკეთის კეთების უნარი აყალიბებს.....