Thursday, October 27, 2011

რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვის ( mamiko .. )

არ ვიცი რატომ მიჭირავს ახლა ხელში კალამი და რატომ გწერ ... ალბათ იმიტომ რომ მეტის მოთმენა არც მინდა და აღარც შემიძლია ... არადა სულ რამდენიმე დღე გავიდა ...
ვიცი ვერ გამიგებ ... ვერც ეხლა იგრძნობ ... როგორც ყოველთვის ... მე კი მაინც მინდა გითხრა, ალბათ ხვდები რაც, მაგრამ მაპატიე გთხოვ, ჩემი შიში, შიში იმისა, რომ სანამ შენ წაიკითხავ ამ სიტყვებს ის უკვე მოპარული იქნება აჩრდილებით, ისინი კი ხანდახან ისეთ ფორმებს იღებენ, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენთ.
იცი რისი თქმაც მინდა ! მე მინდა მიხვდე რაც არ დავწერე და მიხვდები კიდეც.
მომისმინე გთხოვ , ამ ერთხელაც მომისმინე და წავალ მერე . ადვილია წასვლა . მე ხომ არ ვარ ... მაშინ მოვდივარ როცა შენ სუნთქავ ... შენ რომ დაიძინებ მე მაშინ ვიღვიძებ და ჩემს გრძნობებზე გიყვები .. შენ არასოდეს გესმის ... არა!

მთავარია ახლა იგრძნო ... რომ ყოველთვის მე შენი სუნთქვის ხმის, ნაკლებობას განვიცდი. "

გაუკვირდა ... ნეტა ვის უნდა სწერდეს ...
გავა რამდნეიმე წუთი და ეს ნაწერი აღარც ეხსომება  და ხვალინდელი დღე გუშინდელივით გათენდება ...
მე კი იმ ერთი წამის მერე აღარასოდეს ვიფიქრებ ცუდზე ....
გამეცინება ...
რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვის ...

No comments:

Post a Comment